Latest NEWS
ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში 2022 წლიდან მოქმედებს სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს დარგობრივი ცოდნის გაღრმავებისა და სტუდენტური აქტივობის განვითარებისთვის შექმნილ პლატფორმას. ჯგუფის მიზანია სტუდენტების კვლევით-საგანმანათლებლო ინტერესების გაძლიერება და ფსიქოლოგიური საკითხების კრიტიკული ანალიზი. საინიციატივო ჯგუფში ჩართული სტუდენტები წინასწარ განსაზღვრული თემების საფუძველზე ამზადებენ პრეზენტაციებს, უტარებენ თანაკურსელებს სემინარებსა და დისკუსიებს.
სემინარები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად:
აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული მასალის გააზრებას, საჯარო გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დამოუკიდებელი თემატური ანალიზის უნარების განვითარებას. ჯგუფი წარმოადგენს წარმატებულ პრაქტიკას სტუდენტური თვითორგანიზების, აკადემიური პასუხისმგებლობისა და პროფესიული ინტერესების გაღრმავების კუთხით.