Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


3 June 2025
ტომას ბატას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა – ინტერკულტურული კომუნიკაციის კვლევა და სტრატეგიული ანალიზი

 

სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ხორციელდება უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს პროექტი ინტერკულტურული კომუნიკაციის აუდიტი, რომელიც განხორციელდა ჩეხეთის ტომას ბატას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით
 

პროექტის მიზანი იყო გლობალური ბრენდების კომუნიკაციის სტილის, პლატფორმების გამოყენებისა და კულტურულ კონტექსტში მიწოდების თავისებურებების შედარებითი ანალიზი. მონაწილე სტუდენტებმა ჩაატარეს კვლევა საერთაშორისო საკომუნიკაციო არხებზე (LinkedIn, Reddit, X, YouTube, კორპორატიული ვებგვერდები) სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოების თავისებურებების შესახებ

 

პროექტში ჩართული იყო საერთაშორისო გუნდებისგან შემდგარი 10 სამუშაო ჯგუფი. ტომას ბატას უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული ჯგუფისამივე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული. პროექტს კოორდინაციას უწევდა საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი. აღნიშნული საერთაშორისო გამოცდილება ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების გაღრმავებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინტერკულტურული კომუნიკაცია, ბრენდის ანალიზი, საკომუნიკაციო სტრატეგიების შედარება და კვლევის უნარების განვითარება პრაქტიკულ დონეზე.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia