announcement
საქართველოს უნივერსიტეტი 23-25 ივნისს კომპიუტერული თამაშების შექმნის ფესტივალს - Game Jam-ს მასპინძლობს.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი - "Startup Factory”.
Game Jam წარმოადგენს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად ტარდება. თბილისში ის პირველად 2014 წლის თებერვალში გაიმართა და მას შემდეგ ოთხჯერ ჩატარდა.
ოთხივე Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა 200-მდე ვიდეოთამაშის პროტოტიპი, რომელთა ნაწილიც დეველოპერებმა მოგვიანებით დაასრულეს და შესაბამისი მარკეტინგული განვითარებაც მისცეს.
Game Jam ასევე მოიცავს, თამაშების შექმნის 48 საათიან ჰაკათონს, საქართველოში წარმოებული ვიდეოთამაშების დათვალიერება/დატესტვას ასევე „ქოსფლეი“-ს.
ეს გახლავთ ვიდეოთამაშების, ფილმებისა და ანიმაციის საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმირებულ შოუს, რომლის დროსაც მონაწილეები საკუთარი ხელით დამზადებულ კოსტიუმებს წარმოადგენენ და პერსონაჟებს განასახიერებენ.
Game Jam-ის დასკვინითი ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტში კვირას, საღამოს 8 საათზე დაიწყება.