Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

მედიატორთა ტრენინგი მასწავლებლებისთვის
3 December 2021

 

საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს უპრეცედენტო მედიაციის პროექტს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლის მასწავლებლებისათვის.

პროექტი ხორციელდება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების აღმოსავლეთ ევროპის ცენტრთან (ADREE) ერთად, ემყარება მის 10-წლიან წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ითვალისწინებს სკოლის მასწავლებლებისთვის მედიაციაში, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიულ საშუალებაში, ონლაინ-ტრენინგების ჩატარებას.

ძირითადი მიზეზი, რატომ უნდა გაიაროთ მედიაციის ტრენინგი:

  • უკეთ აწარმოებთ მოლაპარაკებებს კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
  • შეგეძლებათ სხვების ინტერესების გათვალისწინება, ისე რომ უარი არ თქვათ საკუთარ ინტერესებზე;
  • უთანხმოების გადაჭრის შემდეგაც შეინარჩუნებთ კარგი ურთიერთობას.

    ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ გაიუმჯობესებთ:

მოლაპარაკების უნარებს;
კომუნიკაციის უნარებს;
კონფლიქტის მართვის უნარებს;
ინტერესების გამორკვევის უნარებს;
ნდობის მოპოვების უნარებს.

 ტრენინგი სრულადაა დაფინანსებული საქართველოს უნივერსიტეტის მიერ.

მასწავლებელი იხდის მხოლოდ სარეგისტრაციო საფასურს - 55 ლარს. პროექტის მხარდამჭერია Magnum Opus კონსალტინგი.

 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ - ZOOM-ის პლატფორმაზე და გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში.

ტრენინგის ჩატარების დროებია 17:00-21:00 საათი.

თითოეულ ნაკადზე შეირჩევა 24 მასწავლებელი.

პირველი ნაკადი ჩატარდება დეკემბერში.

ტრენინგის შემდეგ მასწავლებლები მიიღებენ სერტიფიკატებს.

ტრენინგს წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებულ ტრენერთა და მედიატორთა შემფასებლების ერთიანი რეესტრის წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული ტრენერები და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC და INADR Mediation Tournament მიერ ორგანიზებულ მედიაციის საერთაშორისო კონკურსებში არაერთხელ გამარჯვებული გუნდების მწვრთნელები:

ნატა სტურუა - მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის კლინიკის კურატორი, იურისტი და

ანა ხურციძე - მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, UN Global Mediation Panel-ის წევრი, INADR Mediation Tournament ვიცე-პრეზიდენტი.

სკოლის მასწავლებლებს, ვისაც გაინტერესებთ მედიაცია, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული გზა და გსურთ კვალიფიკაცია აიმაღლოთ ამ მიმართულებით, 2021 წლის 15 დეკემბრამდე, გამოაგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: adreecentre@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

 

 

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia