Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარების კონკურსი - „სკრიპტუმი“.
31 March 2023

 უპირველეს ყოვლისა, ფილმწარმოებელი არის მთხრობელი. ყოველი კარგი ამბავი გმირის მოტივაციისა და მისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილი დაბრკოლებებიდან იბადება.

 

გინდა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი? 

 

ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარების კონკურსს - „სკრიპტუმი“.

 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერი სცენარისტების გამოვლენას, ქვეყნის მასშტაბით.

 

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

 

გამარჯვებული სცენარის ავტორს მიეცემა 100% დაფინანსება, მომავალ 3 თვიან კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობისათვის, სადაც ის შეძლებს გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საკუთარი სცენარის მიხედვით.

 

ყველა მონაწილე მოწვეული იქნება საქართველოს უნივერსიტეტის კინოაკადემიაში, დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც ყველა კონკურსანტს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

ჩვენი ჟიური:

 

ქართული ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ლევან ბერძენიშვილი

 

სცენარისტი, რეჟისორი, ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ლექტორი - ბესო ოდიშარია

 

ხელოვნებათმცოდნე, ქართულ ამერიკული კინოაკადემიის ლექტორი - ლელა ოჩიაური

 

სცენარის ფორმატი: თავისუფალი თემა, A4, ფონტი აკად ნუსხური 12, არაუმეტეს 5 გვერდისა (5 გვერდზე უფრო ვრცელი სცენარები ავტომატურად დისკვალიფიცირდება).

 

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი. ელ. ფოსტა filmacademy@ug.edu.ge

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia