Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

საერთაშორისო კონფერენცია „„მედეგი სახელმწიფო-მედეგი საზოგადოება: რა ვისწავლეთ?“
31 January 2022

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის კონფერენცია (UGSP-Conference 2022) “მედეგი სახელმწიფო-მედეგი საზოგადოება: რა ვისწავლეთ?“ მიზნად ისახავს მედეგობის პრინციპებისა და მექანიზმების გაანალიზებას სხვადასხვა განზომილებაში (სამხედრო, საინფორმაციო-ჰიბრიდული და საზოგადოებრივი) და მიღებული დასკვნების გაზიარებას აღნიშნული პრინციპების/მექანიზმების წარმატებულ ან წარუმატებელ განხორციელებაზე სხვადასხვა მაგალითების საფუძველზე. 

კონფერენცია დაყოფილია სამ პანელად:
პანელი-1 ( მედეგობა - სამხედრო/უსაფრთხოების განზომილება)
პანელი - 2 (მედეგობა - საინფორმაციო/ჰიბრიდულო განზომილება)
პანელი - 3 (მედეგობა - საზოგადოებრივი განზომილება)

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აკადემიური და ანალიტიკური სფეროს უმაღლესი რანგის სპეციალისტები და ასევე პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები (მაგ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი დოქტორი კარლ-ჰაინც კამპი, გენერალი ბენ ჯოჯესი, დოქტორი გუსტავ გრესელი, მკვლევარი ნაძია კოვალჩიკოვა, დოქტორი ჯემს დერლეთი, დოქტორი სერიკ ბეიმენბეტოვი, გენერალი ფლორეან კოლდეა და აშ.)

კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 3 თებერვალს სასტუმრო „რუმსი“, 10:00 – 17:00 საათი. კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და მასზე თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი ონლაინ პლატფორმების, Facebook, Twitter, LinkedIn და http://ugsp.ug.edu.ge/ საშუალებით.

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia