Scroll down

explore more

Centers and laboratories
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (RCAS)
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (RCAS)

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი ხელს უწყობს სკოლის სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზებასა და განვითარებას და უზრუნველყოფს შესაბამისი პროცესების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

ცენტრის საქმიანობა მიმართულია სკოლის პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისკენ, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნების შესაძლებლობების მოძიებისა და საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერებისკენ.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ცენტრის საქმიანობა მოიცავს:

  • სკოლის პროფესორებისთვის აქტუალურ სამეცნიერო და კვლევით საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
  • საერთაშორისო გამოცემებში, სამეცნიერო ჟურნალებსა და პრესტიჟული გამომცემლობების წიგნებში გამოქვეყნების შესაძლებლობების გაზიარებას;
  • საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებებში, სამეცნიერო კონფერენციებში, ვორკშოპებსა და სემინარებში მონაწილეობის ხელშეწყობას;
  • კვლევითი პროექტების ინიცირებისა და განხორციელების მხარდაჭერას;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და გამოქვეყნების ხელშეწყობას;
  • საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებებთან ურთიერთობების განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ცენტრის საქმიანობა ქმნის შესაძლებლობას, სკოლის აკადემიურმა პერსონალმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო კვლევითი და საგამომცემლო შესაძლებლობების შესახებ, ჩაერთონ პროფესიულ და აკადემიურ ქსელებში და განავითარონ კვლევითი საქმიანობა.

საერთაშორისო პარტნიორები და თანამშრომლობის ქსელი

ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, აკადემიურ ორგანიზაციებთან, პროფესიულ ქსელებთან და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზატორებთან.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia