Scroll down

explore more

Centers and laboratories
შეფასების კომპეტენციის ცენტრი — HubEVAL
შეფასების კომპეტენციის ცენტრი — HubEVAL

2026 წელს საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტში დაარსდა შეფასების რეგიონული ჰაბი – HubEVAL. იგი აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის აკადემიურ სივრცეში შეფასების მიმართულებით პირველი კომპეტენციის ცენტრია და წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას მონიტორინგისა და შეფასების (M&E) დარგის პროფესიონალიზაციისა და კომპეტენციების განვითარებისთვის.

HubEVAL-ის მიზანია შეფასების კომპეტენციების განვითარება, რეგიონისთვის რელევანტური ცოდნის შექმნა და შეფასების პრაქტიკოსთა აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება ხუთ ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

რა მიმართულებებით საქმიანობს ჰაბი?

LEARN (სწავლა): შეფასების კომპეტენციების განვითარება აკადემიური და ტრენინგ პროგრამების მეშვეობით.

EVIDENCE (მტკიცებულებები): რეგიონისთვის რელევანტური ცოდნის შექმნა შეფასების მიმართულებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მხარდაჭერა.

CONNECT (კავშირები): რეგიონში პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მისი დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და აკადემიურ სივრცესთან.

ტოკიოს დეკლარაცია

HubEVAL-ის შექმნა საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინიციატივას ეხმიანება. 2025 წელს უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი უნივერსიტეტი გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა ტოკიოს დეკლარაციას (Tokyo Call for Action). დეკლარაცია 2025 წლის ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის შეფასების ასოციაციის (APEA) მე-5 კონფერენციაზე იქნა მიღებული. ეს საერთაშორისო ინიციატივა მიზნად ისახავს მონიტორინგისა და შეფასების ინსტიტუციონალიზაციასა და დარგის პროფესიონალიზაციას.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შეფასების პროფესიონალიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ამ კონტექსტში HubEVAL მიზნად ისახავს მონიტორინგისა და შეფასების სფეროში რეგიონულ დონზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

მეტი ინფორმაცია ჩვენ შესახებ: https://www.linkedin.com/company/hubeval/






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia