Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებული პროცესების შეჯიბრში, რომელიც
2020 წლის 5-6 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა.
მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები, რომელთა შორის იყვნენ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის იურისტები.
ჩვენ გუნდს წარმოადგენდნენ #UGLS-ის სტუდენტები: ანა ნოზაძე, თეა ჯინჭარაძე და ლევან გოდუაძე,
გუნდმა დაიმსახურა სპეციალური ჯილდო - კლიენტის ინტერესის საუკეთესოდ წარმოდგენისთვის.
ვულოცავთ შეჯიბრში წარმატებულ მონაწილეობას ჩვენს სტუდენტებს და წარმატებებს ვუსურვებთ!