Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


4 July 2016
განცხადება

სამწუხაროდ, დილიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ რეალური ინფორმაცია და საქართველოს უნივერსიტეტის პოზიცია:

პირველ რიგში, საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანი არის და ყოველთვის იყო მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრება.  ტყუილია ისიც, რომ ზიანდება  მიწისქვეშა ლაბორატორიები.  საქართველოს უნივერსიტეტი არასოდეს იკადრებს იმას, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა დააზიანოს - პირიქით, იგი ქმნის და ანვითარებს ლაბორატორიებს.

ჩვენი მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან საქართველოს უნივერსიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდამჭერია.  თავისთავად, ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება ზედმიწევნით წესებისა და შესაბამისი ნებართვების საფუძველზე.  ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი სტუდენტები არა თავისუფალი დროის უსარგებლოდ გატარებით იყვნენ დაკავებული - არამედ სპორტით: ცურვით, ჩოგბურთით, ფეხბურთით, კალათბურთით და ა.შ. სამწუხაროა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ეს მიზანი დისკომფორტს უქმნის ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც, როგორც ჩანს, პირად ამბიციებს ემსახურებიან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჩვენი ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას.

საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ ხშირად გავრცელებულა სხვადასხვა სახის ჭორი, ცრუ ინფორმაცია. სამწუხაროდ, ეს ხშირად ემთხვევა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს უნივერსიტეტი განაგრძობს განვითარებას და ის შეინარჩუნებს ყველაზე წარმატებული და პროგრესული იუნივერსიტეტის სტატუსს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia