Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


7 December 2020
იმიტირებული პროცესი კომერციულ არბიტრაჟში

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით, მართავს იმიტირებულ პროცესს კომერციულ არბიტრაჟში.

იმიტირებული პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურისტებში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც).

შეჯიბრის მთავარი სპონსორები არიან იურიდიული ფირმა “BLB” და იურიდიული ფირმა “ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები” ასევე, შეჯიბრის სპონსორია “NB Legal” და "GRATA International Georgia".

შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://forms.gle/gjBNAQVXtzwn51mN6

შეჯიბრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას: http://gaa.ge/.../phpCj1rCQ5ffd21e2e81bdd17ea32c509b50e00...

შეჯიბრის წესები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://gaa.ge/.../phpWWwJIc2bca201c197126d72e010edb874023...

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: gaacompetitions@gmail.com

www.gaa.ge

 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia