სტრატეგიული სამაგიდო თამაშების შეჯიბრი
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიული სამაგიდო თამაშების შეჯიბრი გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა პოპულარულ და აზარტულ სამაგიდო თამაშში ეჯიბრებოდნენ, სადაც თავიანთი ლოგიკა, სტრატეგიული აზროვნება და გუნდური უნარები გამოავლინეს. ტურნირმა დაძაბულ და ამავდროულად ძალიან მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, ხოლო გამოვლენილ გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები და პრიზები გადაეცათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 14 ივნისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.