ტრენინგი: „ქალი პერსონაჟების როლი ლიტერატურაში“
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული ტრენინგი თემაზე — „ქალი პერსონაჟების როლი ლიტერატურაში“, რომელსაც ცნობილი მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე სპიკერმა მონაწილეებთან ერთად განიხილა მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში ქალის სახის ევოლუცია, კლასიკური თუ თანამედროვე პერსონაჟების ტრანსფორმაცია და მათი გავლენა საზოგადოებრივ აზროვნებაზე. ტრენინგმა ცოცხალი დისკუსიის ფონზე ჩაიარა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ მსჯელობაში, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და ახლებურად აღექმათ ცნობილი ნაწარმოებების სიღრმისეული შინაარსი.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 7 დეკემბერი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.