Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


14 September 2021
სამეცნიერო სტატია საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანაავტორობით MDPI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
2021 წლის 9 აგვისტოს "მულტიდისციპლინური ციფრული გამოცემის ინსტიტუტმა" საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით "Co-Aggregation of S100A9 with DOPA And Cyclen-Based Compounds Manifested in Amyloid Fibril Thickening without Altering Rates of Self-Assembly". სტატიის შესახებ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს მისი ერთ-ერთი თანაავტორი "საქართველოს უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი ლილი არაბული უპასუხებს.
 
1. რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევას ადამიანების ყოფაზე?
 
თემა, რომელსაც ეს კვლევა მოიცავს, ცალსახად უკავშირდება ადამიანების
ჯანმრთელობას, მათვის ისეთ სასიცოცხლო საკითხებს, როგორიცაა
ალცაიმერის და პარკინსონის დაავადებებთან ბრძოლა და მათი
დამარცხება.
 
2. კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?
 
ჩვენ შევისწავლეთ, შეიძლება ითქვას, გამოვცადეთ ჩვენს მიერ
სინთეზირებული ნივთიერებების ეფექტი ამ დაავადებებთან პირდაპირ
კავშირში მყოფი ერთერთი ცილის - S100A9-ს აგრეგაციის პროცესზე,
რომელიც ითვლება ნეიროანთებითი პროცესების გამომწვევ და
დამაჩქარებელ ნივთიერებად, ამასთან, აგრეგაცია მიჩნეულია, როგორც
ერთერთი ნიშანი ამ დაავადებების პროგრესირებისა.
 
3. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას
უკავშირდება?
 
მთავარი გამოწვევა იყო იმ ახალი მეთოდების გამოყენება, რომელიც ამ
ეფექტის შესწავლისთვის გახდა საჭირო, ვგულისხმობ ფლუორესცენტულ
სპექტრომეტრს და ატომური ძალის მიკროსკოპს. მე მომიწია მათთან
პრაქტიკული მუშაობა, შემდეგ კი მონაცემების დამუშავება.
 
4. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?
 
რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი ამ საკითხით, როცა ამერიკაში ვიყავი
ფულბრაიტის პროგრამით (2011-2012), ჩემი მიზანი არის ისეთი
ნივთიერების სინთეზი, რომლებსაც ექნებათ ეფექტი ამ დაავადებეზე,
სხვანაირად, პოტენციური მედიკამენტის სინთეზი და გამოვლენა.
 
5. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?
 
ნაშრომი სულ ახლახანს გამოქვეყნდა - აგვისტოში, რომელიც მკვდარი
თვეა აქტივობის თვალსაზრისით, ამიტომ ჯერ ვფიქრობ ნაადრევია ამაზე
საუბარი, მაგრამ ახლო მომავალში იმედი მაქვს გამოხმაურებები იქნება და
აუცილებლად გაგიზიარებთ.
 
6. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?
 
ეს კვლევა შესრულდა შვედურ უნივერსიტეტში, მაგრამ მისი
განხორციელება შეუძლებელი იყო საქართველოს უნივერსიტეტის
მხარდაჭერის გარეშე. კიდერვ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ამ
თვალსაზრისით. მე მჯერა, საქართველოს უნივერსიტეტი კვლავ იქნება
მთავარი წყარო მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.
 
დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია თავად კვლევის ტექსტს MDPI-ის ვებ-გვერდზე ამ ბმულის საშუალებით გაეცნონ.





OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia