Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


16 May 2022
საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს 2022 წლის „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო“ კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შესახებ

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:

ა) უნივერსიტეტში კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას;

ბ) უნივერსიტეტში ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების,  მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს;

გ) უნივერსიტეტის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

დ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და მეცნიერების მიერ სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნას და მის სასწავლო პროცესში იმპლემენტაციას;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და მეცნიერების მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში („Elsevier“ და „Web of Science” და სხვ.) ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების შედეგების (სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები) გამოქვეყნებას და უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალისა და წარმატების ინდექსის გაზრდას;

ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და ფორუმების ორგანიზებას და ჩატარების გზით უნივერსიტეტის თანამშრომლობის წახალისებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას;

კონკურსის ძირითადი პირობები

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით, რომელიც ტარდება ორ დარგობრივ კლასტერად („საგრანტო კლასტერად“):

ა) ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

ბ) ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებები.

მთლიანი საკონკურსო თანხა კლასტერებს შორის განაწილდება თითოეულში წარდგენილი კარგი პროექტების პროპორციულად.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს აღემატებოდეს 12 (თორმეტი) თვეს

კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტისათვის უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 20,000 (ოცი ათასი) ლარს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პერსონალის სახელფასო ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის საერთო ბიუჯეტის 50%-ს.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

დასაშვებია საგრანტო პროექტში მხოლოდ ერთი პირის მონაწილეობა (ინდივიდუალური საგრანტო პროექტი).

დასაშვებია ერთი და იგივე პირის მონაწილეობა რამდენიმე საგრანტო პროექტში, ამასთან პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი.

პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შედგება პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში) და სხვა პირებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროექტის ძირითადი ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე. პროექტის განხორციელებისათვის შესაძლებელია დამხმარე პერსონალის გამოყენება.

ძირითად პერსონალში (გარდა ინდივიდუალური საგრანტო პროექტისა) პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი.

დამტკიცებული პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და მისი ბაზის გამოყენებით.

პროექტის ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება;

ე) არაფინანსური აქტივები;

ვ) ზედნადები ხარჯები.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში, გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება პროექტის ბიუჯეტის ნაწილი (პროექტის ბიუჯეტიდან მოთხოვნილ თანხის ოდენობას გამოკლებული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 1/4). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშების ინსტიტუტში წარდგენისა და ინსტიტუტის მიერ შესაბამისი განხილვის აქტის შედგენის საფუძველზე.

გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

საგრანტო პროექტზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს - 2022 წლის  17 მაისიდან -  2022 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე;

პროექტი უნდა შეივსოს და აიტვირთოს ელექტორნული ფორმით თანდართული ელექტორნული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ატვირთვით.

კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება- 2022 წლის ივნისი;

კონკურსის პირობების დაცვით დარგობრივი საგრანტო კომისიების მიერ პროექტების შეფასება - 2022 წლის ივლისი-აგვისტო

გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება- 2022 წლის სექტემბერი.

 კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  1. დებულება სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შესახებ

საგრანტო განაცხადის ფორმა






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia