Latest NEWS
სასერტიფიკატო კურსი
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) აუდიტი
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა აცხადებს მიღებას GDP აუდიტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სასწავლო კურსის მხარდამჭერია „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები სადისტრიბუციო ჯაჭვში ყველა პარტნიორისა და სერვისის მომწოდებლისთვის (როგორიცაა მწარმოებლები, საბითუმო რეალიზატორები, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებისა და სერვისის მომწოდებლები).
მსმენელები შეძლებენ გაეცნონ და გაათვითცნობიერონ შემდეგი საკითხები:
კურსი განკუთვნილია:
პასუხისმგებელი პირებისთვის (Responsible Persons), ხარისხის მენეჯერებისთვის და აუდიტში ჩართული ან/და აუდიტით დაინტერესებული სხვა პირებისთვის
სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობა:
მსურველი უნდა ფლობდეს ცოდნას GDP სახელმძღვანელოს მოთხოვნების მიმართებით
სწავლების მეთოდები:
· ინტერაქტიული ლექციები, ჯგუფური სამუშაოები, დისკუსიები, ქეისების განხილვა, შესაბამისი ლიტერატურიდან რეფერირება, მოდელირება.
შეფასების კრიტერიუმები:
· სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გამოცდის ჩაბარება.
· გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი (წერითი და პრაქტიკული ნაწილი).
სასწავლო პროგრამის გრაფიკი:
სწავლების ხანგრძლივობა: 4 დღე, 10 საკონტაქტო საათი და 2 საგამოცდო საათი.
კურსი იწყება 2025 წლის 2 ივნისს და დასრულდება 9 ივნისს:
2 ივნისი, ორშაბათი: 14:00 -17:00სთ, აუდიტორია N311
4 ივნისი, ოთხშაბათი: 14:00 -17:00სთ, აუდიტორია N405
5 ივნისი, ხუთშაბათი: 14:00 - 17:00სთ, აუდიტორია N311
9 ივნისი, ორშაბათი: 14:00 – 17:00სთ, აუდიტორია N311
კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით
კურსი ჩატარდება საქართელოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში.
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 77ა
საბანკო რეკვიზიტები:
რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
1. CV.
2. პირადობის მოწმობის ასლი.
3. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.
დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე:
საკონტაქტო პირი: ბესიკ ლუხუტაშვილი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: besik.lukhutashvili@ug.edu.ge
მობ.: 577 46 92 96; 599 88 44 13