საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია – 1st Year Assistant in Forensics and Integrity Services
კომპანია: EY Georgia
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა:
EY Georgia აცხადებს ვაკანსიას „საიდუმლოებისა და კეთილსინდისიერების სერვისების“ ჯგუფში 1st Year Assistant-ის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია დამწყები პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ კარიერის დაწყება საგამოძიებო და ანტიკორუფციული სერვისების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის კლიენტებისთვის სანდო ფინანსური და სამართლებრივი ანალიზის ჩატარება;
მტკიცებულებების შეგროვება და მათი ანალიზი ფინანსური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში;
მხარდაჭერა კორპორაციული თაღლითობის, კორუფციისა და ეთიკური დარღვევების გამოკვლევაში;
ანგარიშგებისა და პრეზენტაციების მომზადება;
დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემატიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
საოფისე პროგრამების კარგად ფლობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
მაღალი ეთიკური სტანდარტები და კონფიდენციალურობის დაცვა;
გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაციის კარგი უნარები.
რას გთავაზობთ:
კარიერული განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
პროფესიული ტრენინგები და მხარდაჭერა სერტიფიცირებაში;
თანამედროვე სამუშაო გარემო და მოქნილი კორპორატიული კულტურა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და ატვირთოთ რეზიუმე შემდეგ ბმულზე:
განაცხადის ბმული
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2025.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.