საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია – Experienced IT Auditor – Technology Risk Group
კომპანია: EY Georgia
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა:
EY Georgia აცხადებს ვაკანსიას IT აუდიტორის პოზიციაზე, ტექნოლოგიური რისკების ჯგუფში. პოზიცია ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში რისკების შეფასებას, IT კონტროლების ანალიზსა და აუდიტის დაგეგმვა/განხორციელებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბიზნესისა და ტექნოლოგიური პროცესების ანალიზი და აუდიტი;
IT კონტროლების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მიწოდება;
მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
პროექტების მართვაში მონაწილეობა და აუდიტის ანგარიშების მომზადება;
საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ISO 27001, NIST) გათვალისწინებით მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო, ფინანსური ან ბიზნესის მიმართულებით;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT აუდიტის, ინფორმაციული უსაფრთხოების ან ტექნოლოგიური რისკების სფეროში;
ინგლისური ენის ცოდნა მაღალი დონეზე;
საოფისე პროგრამებისა და ტექნოლოგიური სისტემების ცოდნა (SAP და სხვა);
სასურველია CISA, CISM, CISSP ან CIA სერტიფიკატი ან სერტიფიცირების პროცესში ყოფნა.
რას გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო გუნდში;
მოწინავე ტრენინგები და სერტიფიცირების პროგრამებში მონაწილეობა;
კარიერული წინსვლის გზები და სამუშაო გარემოს მოქნილობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე ატვირთოთ შემდეგ ბმულზე:
განაცხადის ბმული
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2025.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.