Scroll down

explore more

vacancy

ნაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში-ECOVIS Georgia
22 May 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

ვაკანსია: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

დამსაქმებელი: ECOVIS Georgia

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში, დასაქმების პერსპექტივით.

მდებარეობა: თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • სასურველია ACCA-ს მინიმუმ ერთი საგნის გავლა
  • სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
  • სასურველია საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

შერჩევის ეტაპები:

  1. ტესტირება (ხანგრძლივობა: 20-30 წუთი)
  2. გასაუბრება (ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში)

 

სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანია გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელ ანაზღაურებას
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას
  • კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული სწავლების დაფინანსებას
  • სამედიცინო დაზღვევას
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას

 

რეზიუმეს გაგზავნის ინსტრუქცია:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ecovis.ge

Subject ველში მიუთითეთ: "სტაჟირება – ბუღალტერიის დეპარტამენტი"

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ: www.ecovis.ge

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირობები:

რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ECOVIS Georgia-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გაქვთ უფლება მოითხოვოთ მონაცემების განახლება, გასწორება ან წაშლა შემდეგ მისამართზე: info@ecovis.ge

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.

აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: career@ug.edu.ge

Tel: +995 511 30 27 47.

 

 გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia