Scroll down

explore more

vacancy

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
19 April 2022

საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად, შედეგი მიმართულებებით:

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობა ქართულ-აღმოსავლური კვლევების მიმართულებით (1 ვაკანსია, ნახევარი განაკვეთი)
  • მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობა ქართულ-აღმოსავლური კვლევების მიმართულებით (1 ვაკანსია, ნახევარი განაკვეთი)
  1. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
  2. ძირითადი კრიტერიუმებია:        
    • აკადემიური ხარისხი. მთავარი და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად საჭიროა დოქტორის აკადემიური ხარისხი, მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეუძლია მაგისტრს
    • მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
    • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
    • კანდიდატის მოკლე რეზიუმე, ე.წ. „ბიო“ - არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენეზე (იხილეთ დართული ნიმუში)
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
    • ცნობა სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
    • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი (დანართის მიხედვით)
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის
  1. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური ელ. ფოსტით (@ug.edu.ge).
  2. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 19 და 20 მაისს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ug.edu.ge. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
  3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 23 და 24 მაისს.
  4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2022 წლის 27  მაისი.
  5. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2022 წლის 30 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
  6. საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.
  7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

დანართი

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia