Scroll down

explore more

vacancy

.საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისთვის.
4 May 2022
  1. საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისთვის შემდეგი მიმართულებებით:
    • პროფესორის აკადემიური თანამდებობა სტრუქტურული დიზაინისა და ანალიზის მიმართულებით (1 ვაკანსია)

პროფესორს უნდა შეეძლოს შემდეგ საგნებში ლექციების გაძღოლა:

  • მასალების გამძლეობა (ლაბორატორიის ჩათვლით)
  • სტრუქტურის ანალიზი
  • ფოლადის სტრუქტურის დიზაინი
  • დატვირთვების ანალიზი
  • ფუნდამენტის ინჟინერიის პრინციპები
  • მიწისძვრის ინჟინერიის პრინციპები
  • მექანიკური რხევები
    • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მასალებისა და კონსტრუქციების მიმართულებით (1 ვაკანსია)

ასოცირებულ პროფესორს უნდა შეეძლოს შემდეგ საგნებში ლექციების გაძღოლა:

  • სამშენებლო მასალები
  • საინჟინრო გეოლოგია
  • ბეტონის ტექნოლოგია (ლაბორატორიული ჩათვლით)
  • ნიადაგის მექანიკა (ლაბორატორიული ჩათვლით)
  • რკინაბეტონის კონსტრუქციის დიზაინი
  • გზების მშენებლობა
  • სატრანსპორტო ინჟინერია

1.3 ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ჰიდრო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

ასისტენტ პროფესორს უნდა შეეძლოს შემდეგ საგნებში ლექციების გაძღოლა:

  • გარემოს ინჟინერია
  • ჰიდროინჟინერია
  • ჰიდრავლიკური კონსტრუქციების დიზაინი
  • ურბანული და რეგიონული დაგეგმარება
  • მყარი ნარჩენების მართვა
  • დისტანციური ზონდირება
  • სითხის მექანიკა
  • საინჟინრო დაზვერვა
  1. წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:        

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო ან მექანიკური ინჟინერიაში
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
  • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს და დარგის წამყავნ უცხოელ სპეციალისტებთან კოლაბორაციის გამოცდილებას

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი
  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი დანართის მიხედვით
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დართული ფორმა)
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ფორმა)
    • კანდიდატის მოკლე რეზიუმე, ე.წ. „ბიო“ - არაუმეტეს 150 სიტყვისა ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დართული ნიმუში)
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად
    • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით)
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის პროექტი
    • საგნის სილაბუს(ებ)ი
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის
  1. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება.
  2. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება.
  3. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 6 და 7 ივნისს ელექტრონული

ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. სათაურის ველში მიუთითეთ მიმართულება. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

  1. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 6 და 7 აპრილს.
  2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2022 წლის 10 ივნისი.
  3. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2022 წლის 14 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

დანართი

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia