Scroll down

explore more

vacancy

სტაჟიორის პოზიცია ბუღალტერიაში
9 June 2025

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის

შპს მწვანე სკოლა აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიაში.

ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
ანაზღაურება: 600 ლარი (NET), ზრდის პერსპექტივით
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2025

რისი შესწავლა შეგიძლიათ სტაჟირებისას:

  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა, შემოწმება, ბუღალტრული გატარება და დაარქივება

  • დებიტორების ბალანსის ყოველდღიური კონტროლი და შემოსული თანხების სწორად ასახვა

  • კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება

  • საანგარიშო თვის დახურვა და მენეჯმენტისთვის ანგარიშგების მიწოდება

  • ბუღალტრული აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება და ასახვა

  • დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა და საგადასახადო კონტროლი

  • ყოველთვიური დეკლარაციების წარმოება

  • სხვა საბუღალტრო ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა ან ACCA)

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა

  • MS Office-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი

უნარ-ჩვევები:

  • დამოუკიდებლად დაგეგმვის და დედლაინის დაცვით მუშაობის უნარი

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

„მწვანე სკოლა“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანია ჯიკაპის შვილობილ ორგანიზაციას, რაც უზრუნველყოფს სწრაფად განვითარებად გარემოს. გეძლევათ შესაძლებლობა, მოკლე დროში შეიძინოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

შერჩევის ეტაპები:

  1. რეზიუმეების გადარჩევა

  2. გასაუბრება

  3. ტესტირება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
career@greenschool.ge
და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიაში“ — სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ:
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia