გისურვებთ წარმატებებს !
საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური, რითაც საშუალება ეძლევათ, სწრაფად შეეგუონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას
ფორმა 26 არის ცნობა, რომლის წარდგენა ხდება შესაბამის სამხედრო განყოფილებაში და რომელიც ადასტურებს, რომ წარმდგენი არის ჩვენი უნივერსიტეტის მიმდინარე აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
ფორმა 26-ის აღება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის (მთავარი შენობა: კოსტავას 77) პირველ სართულზე, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახურში.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლის ჩარიცხულთა სიის მიღების შემდეგ, სასწავლო პროცესი იწყება 21 სექტემბერს.
დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://ug.edu.ge/ge/programs/2
სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია თიბისი ბანკს, ბაზის ბანკსა და საქართველოს ბანკში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის საფასური გადაიხადონ შესაბამისად:
ბაკალავრების შემთხვევაში — 10 ნაწილად, ხოლო მაგისტრებისა და დოქტორანტების შემთხვევაში — 2 ნაწილად.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, უნივერსიტეტი, დებულებიდან გამომდინარე, ვალდებულია, შეუჩეროს მას სტუდენტის სტატუსი.
ყველა სტუდენტს წინასწარ ეგზავნება ინდივიდუალური შეტყობინება პირად გვერდზე — MyUG პორტალზე — სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებით. ვადის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს იბლოკება წვდომა MyUG პორტალზე და უჩერდება სტატუსი.
სტუდენტი ვალდებულია, დროულად გაეცნოს ადმინისტრაციის სახელით მიღებულ შეტყობინებებს.
ბაკალავრებისთვის სწავლა 21 სექტემბერს იწყება.
სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა 21 სექტემბერს იწყება
სტუდენტებისთვის ძირითადი სასწავლო საგნები უნივერსიტეტის მიერ განისაზღვრება და შესაბამის ცხრილში აისახება, ხოლო არჩევითი საგნების შერჩევას თავად სტუდენტი ახორციელებს.
საბაკალავრო სწავლების სტუდენტისათვის აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კომპონენტების არჩევას სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 30 კრედიტისა, (გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა და იმ შემთხვევისა როდესაც წინაპირობები არ იძლევა მეტ კრედიტზე დარეგისტრირების საშუალებას).
წელიწადში სტუდენტს შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 75 კრედიტიც.
ერთი კრედიტი 25 საათია.
ბაკალავრის ხარისხის მისაღებად საჭიროა 240 კრედიტის დაგროვება ოთხწლიან, ხოლო 180 კრედიტის — სამწლიან პროგრამაზე.
შეფასების სისტემა არის 100 ქულიანი. რაც შეეხება გადანაწილებას, ეს დამოკიდებულია სკოლასა და არჩეულ პროგრამაზე
თუ შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) არანაკლებ 3,75-ია (A და A+), სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება, გარდა ამისა, სტიპენდიის მიღებისთვის აუცილებელია, სტუდენტს ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი საქართველოს უნივერსიტეტში ან იყოს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული; სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტიპენდია გაიცემა სტატუსის აღდგენის შემდეგ; ხოლო დამამთავრებელი სემესტრის მქონე სტუდენტებს, სტიპენდია ეძლევათ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების გამო სტატუსის შეწყვეტის შემდეგ. სტიპენდიის ოდენობას და გაცემის დამატებით წესებს განსაზღვრავს/ცვლის პრორექტორი საფინანსო-სამეურნეო დარგში.
სილაბუსი სასწავლო კურსის პროგრამაა. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით. ასევე, ცოდნის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.
ყოველკვირეული წერითი ან ზეპირი გამოკითხვა.
სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს:
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სამსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს) ან 180 კრედიტს (6 სემესტრს), ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა — 300/360 კრედიტს (10/12 სემესტრი), ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა — 120 კრედიტს (4 სემესტრს) ან 60 კრედიტს (2 სემესტრს)
დოქტორანტებისათვის სწავლა დაიწყება 2026 წლის 7 ოქტომბერს.
სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენისთვის განცხადება მიიღება:
სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის ვადის გადაცილებისას:
სტუდენტის სტატუსის აღდგენის წინაპირობაა:
სტუდენტური სტატუსი არაღდგება:
თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს საგანში შუალედური შეფასებას, მას აღუდგება 1 საგანში მხოლოდ 1 შუალედური შეფასების ფორმა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა;
მობილობით გადმოსულ და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც დაგვიანებით შეურთდნენ სასწავლო პროცესს აღუდგებათ ყველა შუალედური შეფასება, რომელიც ჩატარდა სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვამდე.
ფინალური გამოცდის აღდგენა:
საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი დაძლეულია 51 ქულის (51%) მიღების შემთხვევაში; ამასთან, სტუდენტმა ფინალურ გამოცდაში უნდა აიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 20 ქულა მაინც. სტუდენტი სარგებლობს ფინალური გამოცდის გადაბარების უფლებით შემდეგ შემთხვევებში: სტუდენტი, რომელმაც ვერ მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური 20 ქულა, მაგრამ შეფასებათა ფორმების ნებისმიერი ერთობლიობით (ქვიზი, შუალედური გამოცდა, პრეზენტაცია; ფინალური გამოცდა) უგროვდება 41 ქულა და მეტი, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.
სტუდენტი უფლებამოსილია გაეცნოს ნაშრომს და გაასაჩივროს შუალედურ შეფასებაში მიღებული შედეგი მიღებული შეფასების UG სისტემაში ასახვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. შუალედური შეფასების გასაჩივრებაზე დაშვების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სკოლის დეპარტამენტის უფროსი.
ფინალური გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა სტუდენტი უფლებამოსილია „ჩემი UG“–ის მეშვეობით განცხადებით მიმართოს თავისი სკოლის დირექტორს/დეპარტამენტის უფროსს და გაასაჩივროს ფინალური გამოცდის შედეგი. სტუდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, თუ რომელ საკითხს ან შეფასების რა ნაწილს აპროტესტებს. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს განცხადების განხილვასა და შედეგების სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისათვის მიწოდებას.
საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ის აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს როგორც ერაზმუს+, ასევე ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამები. Გაცვლითი პროგრამები ცხადდება ყოველ სემესტრში მოცემულ გვერდზე: https://ug.edu.ge/ge/gacvliTi-programebi. Გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს შეუძლიათ მეორე კურსის პირველი სემესტრიდან.
საქართველოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების საკითხებს კურირებს საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
მარიამ რევაზიშვილი - m.revazishvili@ug.edu.ge