საქართველოს უნივერსიტეტში საორიენტაციო დღეები პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი ეტაპია. მათი მიზანია სტუდენტების UG-ის აკადემიურ და სტუდენტურ გარემოსთან გაცნობა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ეტაპის გამარტივება.
საორიენტაციო დღეების ფარგლებში პირველკურსელები გაეცნობიან უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ სერვისებს, სტუდენტურ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას. ასევე, შეხვდებიან უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და თანაკურსელებს და მიიღებენ მათთვის საჭირო პრაქტიკულ ინფორმაციას.
საორიენტაციო დღეები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ საკუთარი უნივერსიტეტი, მოემზადონ ახალი ეტაპისთვის და პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთონ UG-ის სტუდენტურ ცხოვრებაში.