საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების პირველკურსელთა 2023-2024 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ.

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით  ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. 
  2. ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი.
  1. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი; 
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში); 
  • ფოტოსურათი (3X4); 
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  1. სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ მატარებელზე.(CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატით).

სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს!

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ბანკ ქართუსა და თიბისი ბანკში ანგარიშის ნომრის მითითების გარეშე. ოპერატორს დასჭირდება მხოლოდ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. მიუთითეთ, რომ იხდით სწავლის საფასურს საქართველოს უნივერსიტეტში.

გისურვებთ წარმატებას !







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი